მგზავრის ანგარიში
- გახსენით აპლიკაცია და შედით თქვენს ანგარიშში.
- გადადით პროფილში.
- აირჩიეთ „ანგარიშის წაშლა“.
- დასადასტურებლად აკრიფეთ სიტყვა „წაშლა“.
- ანგარიში მაშინვე გაითიშება — ტაქსის შეკვეთას ვეღარ შეძლებთ — და აპლიკაცია გაჩვენებთ თარიღს, როდესაც ის საბოლოოდ წაიშლება (30 დღის შემდეგ).
მგზავრის ანგარიშის წაშლისას იშლება იმავე ანგარიშზე არსებული მძღოლის პროფილიც.
მძღოლის ანგარიში
- გახსენით მძღოლის აპლიკაცია.
- გადადით პროფილში.
- აირჩიეთ „ანგარიშის წაშლა“ და დაადასტურეთ.
- ანგარიში მაშინვე გაითიშება — შეკვეთებს აღარ მიიღებთ და დისპეტჩერიზაციიდან ქრებით — და აპლიკაცია გაჩვენებთ თარიღს, როდესაც ის საბოლოოდ წაიშლება (30 დღის შემდეგ).
თუ ერთსა და იმავე ნომერს იყენებთ როგორც მძღოლი, ისე მგზავრი, მძღოლის ანგარიშის წაშლა არ შლის მგზავრის ანგარიშს — ტაქსის შეკვეთას კვლავ შეძლებთ.
როდის იშლება
წაშლის მოთხოვნისთანავე ანგარიში ითიშება, ხოლო მონაცემები საბოლოოდ იშლება 30 დღის შემდეგ.
ამ 30 დღის განმავლობაში, თუ აპლიკაციაში ხელახლა შეხვალთ, შემოგთავაზებთ ანგარიშის აღდგენას. ანგარიშის აღდგენა ასევე შეგიძლიათ ოპერატორთან დარეკვით, თქვენი თანხმობით. 30 დღის შემდეგ ანგარიშის აღდგენა აღარ არის შესაძლებელი.
რა იშლება
- სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
- ტელეფონის ნომერი და ავტორიზაციის მონაცემები;
- მართვის მოწმობის, პირადობის მოწმობის და ტექნიკური პასპორტის ფოტოები;
- ლოკაციის ისტორია (ცოცხალი GPS ლოკაცია);
- თქვენ მიერ გაგზავნილი ჩატის მესიჯები (მეორე მხარის მესიჯები არ იშლება);
- თქვენ შესახებ დაწერილი ცალკეული შეფასებები;
- მგზავრობების მისამართების დასახელებები (აყვანის, დანიშნულების და დამატებითი გაჩერების) და თქვენი კომენტარები მგზავრობებზე;
- თქვენთვის გაგზავნილი SMS შეტყობინებების ჟურნალი;
- ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, მარკა, მოდელი, ფერი და ტექნიკური პასპორტის ნომერი.
რა რჩება
წაშლის შემდეგ შემდეგი ჩანაწერები რჩება, მაგრამ აღარ არის დაკავშირებული თქვენს ვინაობასთან:
- მგზავრობებისა და ანგარიშსწორების ჩანაწერები (თანხა, დრო) — საქართველოს კანონმდებლობით და საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად, კანონით დადგენილი ვადით;
- მგზავრობების კოორდინატები (აყვანის, დანიშნულების და დამატებითი გაჩერების წერტილები და მარშრუტი) — ოპერაციული სტატისტიკისთვის.
მძღოლის შემთხვევაში ანგარიშის წაშლა არ აუქმებს გადაუხდელ საკომისიოს. თუ საბოლოო წაშლის მომენტში მძღოლს გადაუხდელი საკომისიო აქვს, დავალიანების ამოსაღებად (კომპანიის კანონიერი ინტერესი — სამართლებრივი მოთხოვნის დადგენა და დაცვა) ვინახავთ მხოლოდ მის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და დავალიანების ოდენობას — დანარჩენი ჩვეულებრივ იშლება. ეს მონაცემები იშლება დავალიანების დაფარვისთანავე (ან ახალ ანგარიშზე გადატანისთანავე), და არაუგვიანეს 3 წლისა (ხანდაზმულობის ვადა).
თაღლითობის თავიდან ასაცილებლად — რომ ანგარიშის წაშლით არ მოხდეს დაბლოკვის, დაბალი რეიტინგის ან ვალის „განულება“ — ვინახავთ:
- ტელეფონის ნომრისა და (მძღოლის შემთხვევაში) პირადი ნომრის ცალმხრივ დაშიფრულ ანაბეჭდს. მისგან ნომრის აღდგენა შეუძლებელია — ის მხოლოდ იმის დასადგენად გამოიყენება, ხომ არ რეგისტრირდება იგივე პირი ხელახლა;
- რეიტინგის შეჯამებულ მაჩვენებელს (საშუალო ქულები და შეფასებების რაოდენობა);
- გადაუხდელი საკომისიოს ოდენობას და ანგარიშის დაბლოკვის ფაქტს.
ხელახლა რეგისტრაცია
წაშლის შემდეგ ხელახლა რეგისტრაცია შესაძლებელია, თუმცა ანგარიში იქმნება ნულიდან — წინა პროფილი, დოკუმენტები, მგზავრობების ისტორია და მიმოწერა არ აღდგება.
ამის ნაცვლად ახალ ანგარიშზე გადმოდის წინა ანგარიშის რეიტინგი და გადაუხდელი საკომისიო. თუ წინა ანგარიში დაბლოკილი იყო, რეგისტრაციაზე უარი გეთქმებათ.
დახმარება
თუ აპლიკაციაზე წვდომა არ გაქვთ და გსურთ ანგარიშის წაშლა (ან წაშლის მოთხოვნის გაუქმება 30 დღის განმავლობაში), დაგვიკავშირდით:
- ელფოსტა: gio.matchavariani@gmail.com
- ტელეფონი: 0706 706 206
მოთხოვნას განვიხილავთ ვინაობის დადასტურების შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღისა.